YouTube magic that brings views, likes and suibscribers
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა მსოფლიოში

Follow
Business Media Georgia

გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელი ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგს და იმ ქვეყნებს გვაცნობს, სადაც მშვიდობა, ცხოვრების ხარისხი, შესაძლებლობები და რაც მთავარია, ბედნიერების მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, ვიდრე სტრესი და დეპრესია. ანგარიშის მოსამზადებლად სტატისტიკოსები მონაცემებს Gallupის მსოფლიო გამოკითხვის შედეგად იღებენ. შესაბამისად გაეროს წევრ 150მდე სახელმწიფოში დაახლოებით ათასი ადამიანი საკუთარი ცხოვრების ხარისხს 0დან 10მდე სკალაზე აფასებს, მკვლევრები კი კეთილდღეობას ექვსი კომპონენტის მიხედვით ზომავენ. ესენია: შემოსავლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების, ნდობის, სანდო ადამიანის გვერდით ყოლის და გულუხვობის ხარისხი. ბოლო ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა პანდემიას და რა გავლენა აქვს მთავრობისადმი მოსახლეობის ნდობას მათ საერთო ბედნიერებაზე. საინტერესოა, რომ საქართველო ბედნიერ ქვეყნებს შორის 108ე ადგილიდან, 106მდე დაწინაურდა. როგორ გამოიყურება ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ტოპათეული?

posted by gwawdlunf4