15 Free YouTube subscribers for your channel
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

მთაწმინდელები: სოლომონ დოდაშვილი | ლევან ბერძენიშვილი

Follow
რადიო თავისუფლება

პოდკასტი „წიგნები“, რუბრიკით „ქართული“ აგრძელებს მთაწმინდელების ციკლს. დღეს საუბარი გვექნება მთაწმინდის ერთერთ უდიდეს მკვიდრზე, ქართული მეცნიერების, წიგნიერების, ფილოსოფიის, ლოგიკის, რიტორიკისა და პოეტიკის, პატრიოტული განმანათლებლობისა და რესპუბლიკელობის ვარსკვლავზე, სოლომონ დოდაშვილზე.

იგი პირველია ჩვენს ისტორიაში, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო არა არისტოკრატიული წარმომავლობის მიუხედავად (მამამისი, იოანე დოდაშვილი მაღაროელი გლეხი იყო, რომელიც სასულიერო განათლების მიღების შემდეგ მღვდელი გახდა).

სოლომონმა 1827 წელს, სანქტპეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1828 წელს, ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი აიღო. 1828–1832 წლებში იყო პირველი ქართული გაზეთის „ტფილისის უწყებანის“ ყოველკვირეული დამატების მთავარი რედაქტორი. იყო ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დიმიტრი ყიფიანის პედაგოგი და სულიერი მამა, ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის, აქტიური წევრი, რის გამოც 1832 წელს დაპატიმრებულ იქნა. 1836 წელს გარდაიცვალა ვიატკის საპყრობილეში. 1994 წელს ვიატკიდან გადმოსვენებულ იქნა საქართველოში, თბილისის მთაწმინდის პანთეონში.

posted by surgetadamo