Sub4Sub network gives free YouTube subscribers
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

მწარე პოდკასტი ეპიზოდი 54. თემურლენგი ევროპა და საქართველო

Follow
Bitter Podcast

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი like and subscribe our channel
▶თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

თემურლენგის ლაშქრობები, ცენტრალური აზიისა და ევრაზიის სტეპების მომთაბარეთა ექსპანსიის ერთერთი ბოლო აქტი, უკანასკნელი გაელვება იყო. ბრწყინვალე მხედართმთავრული ნიჭი; პირადი, თავზეხელაღებული სიმამაცე; ხშირი, უკონტროლო მრისხანება; სისასტიკესთან შერწყმული პოლიტიკური ცბიერება და დიპლომატია; ჩინგიზხანის იმპერიის აღდგენის ამბიცია მას გვიანი შუა საუკუნეების ერთერთ ყველაზე საინტერესო ისტორიულ პერსონად აქცევს. თემურლენგის ლაშქრობები ევროპულ თუ აღმოსავლურ ისტორიულ წყაროებში აისახა. ამ დიდ, შუააზიელ დამპყრობელთან ომებმა დამანგრეველი შედეგები მოუტანა საქართველოსაც. „მწარე პოდკასტის" 54ე ეპიზოდში, ჩვენ ვისაუბრეთ თემურლენგის იმპერიაზე; ომებზე მისი ეპოქის ძლიერ სახელმწიფოებთან; ურთიერთობაზე ევროპელებთან; ევროპულ ისტორიულ წყაროებზე თემურის შესახებ; დასავლელ მოგზაურთა ცნობებზე; თემურის რელიგიურ პოლიტიკაზე; დიპლომატიურ ურთიერთობაზე ევროპასთან; ეკონომიკურ ინტერესებზე; საქართველოში ლაშქრობების მიზნებზე, მასშტაბებსა და თემურის გეოპოლიტიკურ მიზნებზე კავკასიის რეგიონში.

პოდკასტის სტუმარია თსუს დოქტორანტი, ისტორიკოსი, ბექა კვაჭაძე.

პოდკასტში ნახსენები ნაშრომი, გიორგი ჟუჟუნაშვილის „მონღოლების დროინდელი საქართველოს ისტორიიდან" იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://institutehist.ucoz.net/_ld/2/2...

posted by sweeetlay10lp