Free YouTube views likes and subscribers? Easily!
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

ლევან შატბერაშვილი / ღია ლექცია / ჰიპნოზის შესახებ

Follow
Change, You Can! / შეცვალე, შეგიძლია!

რა არის ჰიპნოზი, როგორ გაჩნდა სწავლება სიტყვით ცნობიერების მართვის შესახებ გვიან შუა საუკუნეებში, როგორ ხდებოდა ამ ცოდნის სრულყოფა მეოცე საუკუნეში და როგორ იყენებენ სიტყვით ფსიქიკაზე ზემოქმედების მეთოდებს საზოგადოებების სამართავად ამ საკითხებზე ისაუბრა ფსიქოლოგმა ლევან შატბერაშვილმა ბაკურიანის ჰოლოტროპული სუნთქვის ტურის მონაწილეებთან ღია საუბრის ფორმატში.

ასეთი შემეცნებითი საუბრები იმართება ჰოლოტროპული სუნთქვის ტურების ფორმატში. მონაწილეები სპიკერთან ერთად განიხილავენ მსგავს საკითხებს საღამოს საუბრების დროს.

რა არის ცხოველური მაგნეტიზმის თეორია, როგორ და რაში იყენებდნენ ჰიპნოზს საუკუნეების განმავლობაში, რა არის ახალი ჰიპნოზი. ამ და სხვა საკითხებს შეეხო საუბარი ამ ლექციის დროს.

"შეცვალე, შეგიძლია" არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ნებისმიერი ტიპის პოზიტიურ ცვლილებებს, როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე. პლატფორმის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, განათლების სისტემის დემოკრატიზაციისადმი მამართული ცვილელების ინიცირება, საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა... ნებისმიერი აქტივობის ორგანიზება თუ მხარდაჭერა, რომელიც განათლების დონის, თავისუფლების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

მონტაჟი და გრაფიკა ივა თადიაშვილი

00:00 ინტრო
01:28 შესავალი
02:56 ჰიპნოზის დასაწყისი (მესმერი)
07:41 ჰიპნოზის მეორე ეტაპი
09:04 ექსპერიმენტი
11:02 ჰიპნოზი მე19 საუკუნეში
16:50 ჰიპნოზი და ფროიდი
21:28 ახალი ჰიპნოზი
23:11 ნეიროლინგვისტური პროგრამირება
25:36 რას გულისხმობს ჰიპნოტური ტრანსი
28:01 ინდური ჰიპნოზი
29:46 საკუთარი გამოცდილებები
36:00 ჰიპნოზის თერაპიული შედეგი
39:01 ჰიპნოზის მითოლოგია და ჭორები

posted by bowdwrl4