Get free YouTube views, likes and subscribers
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

გენდერის კვლევა როგორც დისციპლინა ცოდნის ინსტიტუტი ფემინისტური და ქვიარ პრაქტიკა

Follow
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG

პანელი ფემინისტური თეორიისა და გენდერის კვლევების ინსტიტუციონალიზების ისტორიასა და დღევანდელ კონტექსტს ეძღვნება. პანელის მონაწილეები აუდიტორიასთან ერთად იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე: რა როლი შეასრულა ქალთა და გენდერის კვლევების აკადემიური დეპარტამენტების ინსტიტუციონალიზებამ გლობალურად? რა წინაპირობები და შედეგები ჰქონდა ამ პროცესს? რა მიმართებები არსებობს აკადემიურ ფემინისტურ/ქვიარ ცოდნასა და ფემინისტურ/ქვიარ პოლიტიკას შორის? რა სტატუსი აქვს ქალთა, ფემინისტურ, გენდერის და ქვიარ კვლევებს შიდააკადემიურ იერარქიებში – ხომ არ რჩება ის დღემდე ცოდნის გეტოდ, რომელიც მარგინალიზებულია უფრო ტრადიციული დისციპლინებისგან? როგორ კონტექსტში დაიწყო გენდერის კვლევის პროგრამის განვითარება 2005 წელს საქართველოში? როგორ შეიცვალა კონტექსტი მას შემდეგ და როგორ ვხედავთ დღევანდელ საქართველოში ასეთი ინსტიტუტების პერსპექტივას?

მოდერატორი: თამარ ცხადაძე
მონაწილეები: თათა ბურდული, გიგა კარაპეტიანი, ნინო ჯავახიშვილი, მარინე ჩიტაშვილი

ფემინისტური ფორუმის სხვა ვიდეოჩანაწერები იხილეთ ბმულზე:
   • Feminist Forum 2023 | ფემინისტური ფორ...  

posted by Milchbreif0