Free views, likes and subscribers at YouTube. Now!
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

ვერა ქობალია საირმეში

Follow
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

4 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია კურორტ საირმეს ეწვია და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა მოინახულა.ვერა ქობალია "საირმის განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელობას შეხვდა. ასევე გაეცნო კურორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს და მშენებარე ობიექტები დაათვალიერა. მათ შორის, საცხობი თანამედროვე დანადგარებით და გამაჯანსაღებელი ცენტრი თერმული აბაზანებით, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. მინისტრმა ასევე, საკურორტო პოლიკლინიკა მოინახულა და მედპერსონალს გაესაუბრა. პოლიკლინიკაში უახლესი გერმანული დანადგარებია დამონტაჟებული. კურორტი საირმე ბაღდათის რაიონის უმსხვილესი დამსაქმებელია. ამჟამად იქ 145 ადამიანი მუშაობს, რომელთა უდიდესი ნაწილიც ადგილობრივი მოსახლეა. ახალი ობიექტების აშენებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. უახლოეს თვეებში კურორტი საირმე რამდენიმე ათეული ვაკანსიის გამოცხადებას გეგმავს და ისინიც, ძირითადად, ადგილობრივი კადრებით შეივსება.

posted by klmpcqn