Learn how to get Free YouTube subscribers, views and likes
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

ვაკეთებთ ქართულ საქმეს გვსჯიდნენ რუსული კანონით - უკანაფშავი

Follow
Mtisambebi / მთის ამბები

https://mtisambebi.ge/ „ჩემ ბავშვობაში აქ ერთ პატარა ხეს ვერ დაინახავდით. სულ ველები იყო და ახლა უკვე სახლში შემოდის ტყე. დათვები ეგრე დადიან, ლამის ხელი ჩამომართვან. თუ ამათ გადავრჩი და თავის წერით მოვკვდი, 2 წელში სულ ტყე დაიჭერს აქაობას. ეგ ემუქრება ფშავისხევს. იცით, მერამდენე მთავრობაში ვცხოვრობ?! მთის განვითარებაში, როგორ ყურადღებასაც სათემო ორგანიზაცია იჩენს, ამის მესამედ ყურადღებას რომ მთავრობიდან ვგრძნობდეთ, ცოტა წინ წამოიწევდა ფშავი. სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოგვაშველეს ხელი ჩემნაირებს, რომ აქ არ ჩავიხოცოთ უყურადღებოდ“
3 წლის წინ, ფშავხევსურეთისა და გუდამაყრის 100ზე მეტი სოფლის ინტერნეტიზაცია მთის სათემო ქსელის, სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციისა და „მთის ამბების“ ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა. ბევრ სოფელში მობილური სატელეფონო კავშირი ახლაც არაა და უკაბელო ინტერნეტი კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა.
#მთისამბები

posted by letilula54