Learn how to get Free YouTube subscribers, views and likes
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

მთაწმინდელები: დიმიტრი ყიფიანი | ლევან ბერძენიშვილი

Follow
რადიო თავისუფლება

რადიო „თავისუფლება“ პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ და ქვერუბრიკით „მთაწმინდელები“ გთავაზობთ საუბარს XIX საუკუნის ქართველ ვარსკვლავზე, ყველა დროის ერთერთ უდიდეს ქართველზე, დიმიტრი ყიფიანზე.

ლევან ბერძენიშვილი, ამ პოდკასტის ავტორი, საუბრობს დიმიტრი ყიფიანზე, რომელიც იყო: სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, თფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, სამეგრელოს მთავრისქონებამამულის მეურვე, თფილისის ქალაქის თავი, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ქუთაისის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, ორგზის პოლიტიკური პატიმარი, პირველი ქართული ბიბლიოთეკის დამაარსებელი, ეროვნული ხსნის პროგრამის შემქმნელი, ქართული პროფესიული თეატრის ერთერთი დამაარსებელი, სათავადაზნაურო ბანკის შექმნის იდეის ავტორი, ინიციატორი და მოამაგე, ბოლოს და ბოლოს ნამდვილი ეროვნული გმირი, რომელმაც ქართველი ერის მაწყევარ ეგზარხოსს თავისი არაქრისტიანული საქციელი არ შეარჩინა და ჩვენი ერის ღირსება დაიცვა.

სწორედ ამის გამო მუხანათურად მოკლეს სტავროპოლში გადასახლებული ძილში საქართველოს დაუძინებელმა მტრებმა. უსულო ცარიზმის სისხლიან ისტორიაშიც კი ეს ტერაქტი ერთერთი ყველაზე ამაზრზენია. დიმიტრი ყიფიანი საქართველოს ეკლესიის წმინდანია, ისაა კაცი, რომელიც ათასწლეულში ერთხელ იბადება…

posted by surgetadamo