Secret sauce that brings YouTube followers, views, likes
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

მთაწმინდელები: მუხრან მაჭავარიანი | ლევან ბერძენიშვილი

Follow
რადიო თავისუფლება

ერთხელ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში, პოეტი მუხრან მაჭავარიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდებით გადავსებულ კლუბში პატრიოტულ ლექსებს კითხულობდა. ფეხზე უფრო მეტი ხალხი იდგა, ვიდრე სკამზე იჯდა. ტაში არ წყდებოდა. ლექსს პოეტი უწყვეტი ტაშის ფონზე კითხულობდა. მოულოდნელად მან ორივე ხელი ასწია და სიჩუმე ითხოვა. უცნაური, დაძაბული, მღელვარე სიჩუმე ჩამოვარდა. პოეტმა თქვა: “ეს ტაში მე არ დამიმსახურებია, მე ხომ ვიცი, რას უკრავთ ტაშს!” მან იცოდა, რომ ხალხი ტაშს უკრავდა საქართველოს, თავისუფალ საქართველოს, თითქოს პოეზიის საგანი პოეზიაზე მაღლა იდგა, მაგრამ იგი ცდებოდა, ტაშს პოეტს, მის სითამამეს, მის ქართველობას უკავდნენ, რადგან ნამდვილი პოეზია თავისუფლებაა, მუხრანი თვითონაც თავისუფლების სიმბოლო იყო — ენერგიული, თავდაჯერებული, შეყვარებული. ის იყო პოეტიტრიბუნი და უკანასკნელადაც ტრიბუნაზე ავიდა, ტაშის გრიალი გაიგონა და ქართულ უკვდავებაში შეაბიჯა, მთაწმინდელი გახდა…

posted by surgetadamo