How to get free YouTube subscribers, likes and views?
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

სოლომონ პირველის სიტყვა ხრესილის ბრძოლის წინ...

Follow
ფაქტები საქართველოდან

საქართველოს ისტორიაში მრავლად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ ადამიანს გადაუწყვეტია არა მარტო ბრძოლის, არამედ ქვეყნის ბედიც და უკუღმა დატრიალებული ჩარხი წაღმა შემოუბრუნებია.
საბედნიეროდ, ქართველები არ განვიცდით ასეთი გმირების ნაკლებობას. ამჯერად იმერეთის სახელგანთმულ ხელმწიფეზე მეფე სოლომონ პირველზე შევჯერდებით. მან გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი ქვეყანა იხსნა თავისი შეუპოვარი და მიზანმიმართული ქმედებებით.
ხრესილის ბრძოლის წინ იმერთა ჯარს საოცარი სიტყვით მიმართა 22 წლის მეფე სოლომონ პირველმა:
„შვილებო, ძმებო, ქართველებო! მჯერა, არ შეგაკრთობთ მტერთა სიმრავლე. აკი ყოველთვის ასე გვჭირდა ქართველთა, მუდამ მცირენი ამარცხებდნენ ჩვენი წინაპარნი ათგზის უმრავლეს მოსისხლეებს.
დღესაც მარტონი როდი ვიბრძვით, არამედ ჩვენთან არს ძალი იესო მაცხოვარისა! მისი თანადგომით უნდა ვიხსნათ ჩვენი სამშობლო და ქრისტეს სარწმუნოება. მაშ, მომყევით გულმხნედ და ვაჟკაცურად, ჩემო შვილებო!“
მეფის სიტყვით შთაგონებულმა მცირერიცხვოვანმა ქართველობამ იმ დიდებული დღის გამთენისაას მტრის მრავალ ათიათასიანი ლაშქარი ხრესილის ვიწრო ხეობაში შეიტყუა, დღის ბოლოს მომხდურთა უმრავლესობა ქართველთა ხმლებს ემსხვერპლა.


იმერთა ძლევამოსილმა ხელმწიფემ ხრესილის ბრძოლის შემდეგაც განაგრძო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა. მან 1758 წლიდან 1768 წლამდე მცირე თუ დიდი ბრძოლებით საერთო ჯამში 300 000 მდე თურქი დაამარცხა.

posted by giohe