A little secret to rock your YouTube subscribers
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

ჰიმნი ონს

Follow
G D

ტექსტი: ნინო ზედელაშვილი
მუსიკა: დავით კერესელიძე
ასრულებენ: დავით კერესელიძე, ელეონორა ნანიშვილი, თამრიკო ლობჯანიძე და ანსამბლი "რაჭა"

ცა იყო ისე ლამაზი
ვიფიქრე რაღაც მოხდა
ღრუბლების თეთრი ფთილები
თავს შემოივლო შოდამ

საღამოს მკრთალი ნათელი
ასხივოსნებდა ფერდობს
თითქოს მთის ბებერ წიაღში
იმედის სხივი ენთო

ისევ შეასკდეს მწვერვალებს
სედეკო ციხევ მაღალო
ქვედრულა ისევ მოდიდებულა
ბიჭებმა მკლავი დაღალონ (2ჯერ)

არ მიგვატოვებს გამჩენი
არ დაიცლება რაჭა
არ მოაკლდება ყიჟინა
საკაურას და ჭანჭახს

ტკბილად ილოცოს ონელმა
მითხრას ქვე შენი ჭირიმე
მზის გულას ჭარმაგი კაცი
გუდასტვირზე რომ ღიღინებს

ღმერთო მოჰმადლე ამ მხარეს
აკვნის ღუღუნი ნანინა
შოდაზე სიომ, სიომ ალერსით
ღრუბლები გადააფინა

ცა იყო ისე ლამაზი
ოცნებასავით შორი
ღმერთო მიცოცხლე
კიდევ ათას წელს
ქალაქი მზისა ონი (2ჯერ)

ღმერთო მიცოცხლე
კიდევ ათას წელს
ჩემი ქალაქი ონი..

posted by samdytis7t