Get real, active and permanent YouTube subscribers
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

აქცია ღებში

Follow
G D

ონის რაიონის სოფელ ღების მოსახლეობამ აქცია გამართა. მათი განმარტებით, 2009 წელს ონის რაიონში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობა ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები სამშენებლო კომპანია „ჰიდროენერჯიმ" დაიწყო. სამუშაოებზე 200 მდე მუშა იყო დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის 15 ივლისს დამთავრდა, მაგრამ მუშებს კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღიათ. ასევე არ არის გაცემული ტრანსპორტის, მუშებისთვის დაქირავებული ბინებისა და კვების ხარჯები. დაზარალებულებმა სასამართლოს მიმართეს. პროცესზე მოსარჩელე მხარე გამართლდა და კომპანიას დასაქმებულთა გასამრჯელოს ანაზღაურება დაეკისრა, თუმცა მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. სამშენებლო კომპანიის დირექტორთან ლევან ჭაავასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ,,ინფო9" აღმასრულებელ ბიუროს დაუკავშირდა. პრესსამსახურის წარმომადგენელმა ბესო ლიბუაშვილმა განმარტა, რომ აღსრულება ქონების საფუძველზე უნდა მოხდეს, მაგრამ კომპანია ,,ჰიდრო ენერჯის" დარეგისტრირებული ქონება არ გააჩნია. აქციის მონაწილეებს ონის მაჟორიტარი დეპუტატი გია ჯაფარიძე შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. ,,ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით, ხალხს კუთვნილი თანხა უნდა დაუბრუნდეს,"აღნიშნა გია ჯაფარიძემ.

posted by samdytis7t