© https://mtisambebi.ge/ „ბუნებაზე ვართ მინდობილი. ზოგს წარმოდგენაც არ აქვს პირაქეთა ხევსურეთი ანანურისკენ ჰგონიათ. აქ მარტო ციხეკოშკები ვერ არის ისეთი ეფექტიანი, თუ იქ ადგილობრივი ხალხიც არ იქნება. ის სხვანაირად უხდება, სხვანაირად ალამაზებს. არ გვინდა ჩვენ რომ სამუზეუმო ექსპონატებად ვყავდეთ, ჩამოიყვანონ ტურისტი და აჩვენონ სადღაც ბნელ მიწურში ვისხდეთ, როგორ ცხოვრობდნენ ხევსურები. უკეთესი ცხოვრება გვინდა. ვიმსახურებთ ჩვენ ამას. ეს კუთხე შევინახეთ აქამდე, შევინარჩუნეთ“ ვიდრე დათვიჯვრის უღელტეხილზე თოვლი საზღვრისპირა ხევსურეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას 56 თვით ჩაკეტავდა, „მთის ამბებმა“ კიდევ ერთხელ შემოიარა მარტოკაცები არდოტში, ხახაბოში, ანდაქსა და წუქიოში.