Buy real YouTube subscribers. Best price and warranty.
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

პასუხი ყოფილ პრეზიდენტს - ჟვანიას ოჯახი ექსპრემიერის გარდაცვალების უცნობ დეტალებს ასაჯაროებს

Follow
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სიცრუე და თემის პოლიტიზირების მცდელობა ასე ეხმაურება ნინო ქადაგიძეჟვანია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტისგან თითქოს თანხას ითხოვდა. ყოფილი პრემიერმინისტრის მეუღლე 9 წლის წინ მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან გამართულ შეხვედრებს იხსენებს და რეზონანსული საქმის საეჭვო გარემოებებს ასახელებს. მათ შორისაა ფოტო ჟვანიას სახეზე არსებული დაზიანებით, რომელიც, ოჯახის მტკიცებით, 2005 წელს მასალებიდან გაქრა. შეფასებები კეთდება FBIის ცნობილ დასკვნაზეც, რომლის ქართულ ვერსიას ზურაბ ჟვანიას ძმა ეჭვქვეშ აყენებს და ჟვანიასა და სააკაშვილს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს. დღის ბოლოს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობაც", რომელიც რეზონანსულ საქმეზე ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს.
ნიკა მოლოდინაშვილი მოგვიყვება ვრცლად ბრიფინგზე, რომელსაც ზურაბ ჟვანიას მეუღლე, დედა, ძმა და მეგობრები ესწრებოდნენ.

posted by sbambox97