Get real, active and permanent YouTube subscribers
Get Free YouTube Subscribers, Views and Likes

ფუნთუშის ძველი რეცეპტი. ნოსტალგიური გემო ისევ აქაა

Follow
Shinauruli -homemade easy recipes

#ბულკი #ფუნთუშა
#საბჭოთაბულკი
#ძველირეცეპტი
#შინაურული
#булочки
#булочкисоветские


9 კაპიკიანი ფუნთუშა

სკოლის ბუფეტის ფუნთუშა გვახსოვს ყველას ,ვისაც ბავშვობა საბჭოთა პერიოდში გვქონია, ვისაც არ გქონიათ, აუცილებლად მოამზადეთ და დააგემოვნეთ ძველებური ფუნთუშა.

▶ვიდეორეცეპტი ⤵
   • ფუნთუშის ძველი რეცეპტი. ნოსტალგიური გ...  

ინგრედიენტები
2 კვერცხი
250 მლ.რძე
250 გრ შაქარი
150 გრ. კარაქი
ვანილი
1ჩ.კ.მარილი
1ს.კ.საფუარი
1კგ. ფქვილი
100 გრ.ქიშმიში

მომზადება

250 მლ.თბილ რძეში გავხსნათ 50 გრ.შაქარი , 1ჩ.კ. მარილი, 1ს.კ. საფუარი და 1ჭ. ფქვილი. თბილ ადგილას დავდოთ 20 წთ.
შემდეგ ამ მასას დავამატოთ 1 კვერცხი და მეორე კვერცხის მხოლოდ ცილა. გული გადავინახოთ წასასმელად.
დავამატოთ 4 ჭ. ფქვილი, ვანილი და 150 გრ. გამდნარი ან რბილი კარაქი და მოვზილოთ ცომი.
ბოლოს დავასხათ 2 ს.კ. ზეთი და ვზილოთ ელასტიურობამდე.
ცომი დავდგათ თბილ ადგილას ამოსაფუებლად. როცა ცომი ამოფუვდება, დავაყაროთ 100 გრ. გარეცხილი და მშრალი ქიშმიში, რომელსაც დავამატოთ 2ს.კ. ფქვილი და ავურიოთ.
მიღებული ცომი დავყოთ პატარა ერთი ზომის ბურთებად და დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე.
ცომის ბურთები უნდა ამოფუვდეს კარგად, გადავუსვათ კვერცხის გულისა და 2 ს.კ. წყლის ან რძის ნაზავი.
გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე.
ფუნთუშები გამოდის საოცრად გემრიელი, ფაფუკი და ჰაეროვანი.

მეტი ჩემი რეცეპტების სანახავად გადადით ⤵⤵
➡იუთუბზე
https://bit.ly/3FL42ok
➡ფეისბუკზე
  / shin2975  
➡ინსტაგრამზე
  / shinauruli  

posted by je2l1els3d